17 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ოპოზიციური პარტია და მასთან დაკავშირებული პირები მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის დისკრედიტაციის - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები და მასთან დაკავშირებული პირები ქვეყნის დისკრედიტაციაის მიზანმიმართული კამპანიას აწარმოებენ.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარება დამაზიანებელი იქნება სამომავლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს პოზიციებს დაიცავენ.

"პოლიტიკური ოპოზიციური პარტია და მასთან დაკავშირებული პირები პირდაპირ, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის დისკრედიტაციის, ქვეყნის სახელის შებღავლის და იმ ჩვენს ძალიან ახლო სტრატეგიულ მეგობარ, მეზობელ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან შესაბამის მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება ეს ხვალ იმ პირებისთვის, ვინც საქართველოს პოზიციებს დაიცავს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები