17 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
"ვზივარ და მთელი სხდომაა მესმის, რომ ეს არ ვარგა" - თეა წულუკიანმა პარლამენტში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე განხილვისას არასამთავრობოებს მიმართა

დღეს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდა.

სხდომას ესწრებოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. განხილვის დროს იყო კამათი. 

"თუ ჩვენ ოდენობების რაოდენობას არ გავზრდით, საბოლოო ჯამში ეს კანონპროექტი გამოგვივა როგორც ერთჯერადი ამნისტიის აქტი," - მიმართა სახალსო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ კანონპროექტის ინიციატორებს.

თავის მხრივ, არასამათავრობო ორგანიზაციებს და ომბუდსმენის წარმომადგენელს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა თეა წულუკიანმა უპასუხა.

"სამი წელი დავკარგეთ, იცით რატომ? ბატონ დავითს და ბატონ ზოიძეს ჰქონდათ ულტიმატუმი და რაღაცნაირად შეუამხანაგდით ამ ხელისუფლებას და რაღაცა მოიწონეთ. ვზივარ და მთელი სხდომაა მესმის, რომ ეს არ ვარგა. თუ არ ვარგა, მოვხსნათ. აი მე პირადად, ერთ-ერთი ინიციატორი, გამოვალ ინიციატორობიდან, თუ ეს არ ვარგა," - განაცხადა თეა წულიკიანმა სხდომაზე.

საკომიტეტო განხილვისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის,  გურამ იმნაძის თქმით, კარგია, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში ნაბიჯები გადაიდგმება.

"კარგია, რომ ქალბატონი თეაც აღიარებს, რომ ბოლო სამი წელი იყო ამ მიმართულებით დაკარგული წელი და კარგია, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯები და მოქმედებები იგეგმება. ჩვენ ვართ კიდეც მხარდამჭერები და არავინ არ ამბობს, რომ ეს არაფერი არ არის," - განაცხადა იმანაძემ.

დღის ამბები