19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, მაგრამ არის სასურველი და მნიშვნელოვანი - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველი ნამდვილადაა. 

დიმიტრი ხუნდაძე იმ ჯგუფების თანმიმდევრობაზეც საუბრობს, ვინც ეტაპობრივად გაიკეთებს COVID-19-ზე ვაქცინას. 

"COVID-19-ის ვაქცინა, რა თქმა უნდა, არ არის სავალდებულო, მაგრამ არის სასურველი. საზოგადოების ჯანმრთელობისთვისაც აქვს მნიშვნელობა იმას, რაც მეტი ადამიანი აიცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება საზოგადოების ჯანმრთელობის რისკი. ვინ რა თანმიმდევრობით გაიკეთებს ვაქცინას, ამაზე ჯგუფები გაწერილია.

პირველი იქნება მედპერსონალი და კლინიკაში მომუშავე ყველა ადამიანი, შემდეგი იქნებიან ხანდაზმულები 75 წლის ასაკის ზევით, შემდეგი იქნება 65 წლის ასაკის ზევით ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, ანუ, რაც მაღალია რისკი, მათი რიგითობა წინა პლანზე იქნება აცრის თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით მაღალი რისკი გვაქვს, ვიდრე ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

 

დღის ამბები