19 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ვინ ვერ გაიკეთებს ვაქცინას - გიორგი ფხაკაძე იმ ჯგუფებზე საუბრობს, ვისზეც ჯერჯერობით კვლევა არ ჩატარებულა

პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ რადგან, ჯერჯერობით, კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, ფეხმძიმეებსა და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, მათთვის ვაქცინის გაკეთება არ არის შესაძლებელი. 

"არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ესაა ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან. 

პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი  ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები," - აცხადებს გიორგი ფხაკაძე 

დღის ამბები