ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის შენობაში გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარებინეს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ბავშვები საპირფარეშოს ასუფთავებენ. ფაქტი ჩხოროწყუში 25 იანვარს მოხდა.
სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ მეშვიდე კლასელები გარკვეული პროექტის ფარგლებში წაიყვანეს და მას კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
მომხდარის გამო, ოპოზიცია მერის გადადგომას და პროცესის უშუალო მონაწილეების, სკოლის დირექტორის და რესურსცენტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს.