19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქე ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში დაუპირისპირდა

გარეჯის საქმე, რომელიც, როგორც ჩანს, საზოგადოებაში ვნებათაღელვის საგანი კიდევ დიდ ხანს იქნება.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაშია გადაღებული.

მოქალაქე ციხიდან რამდენიმე დღის წინ გირაოთი გათავისუფლებულ ივერი მელაშვილს დაუპირისპირდა.

მან დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს მოღალატე უწოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებდა, რომ ივერი მელაშვილს დანაშაული ფაქტებით დაუდასტურდება და სწორედ მისი ბრალია, რომ გარეჯის კომპლექსთან სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან.

დღის ამბები