02 სექტემბერი 2026,   15:11
ვრცლად
გიგა შუშანია ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებს 

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში კორუფციაა. 

გიგა შუშანიას თქმით, 2017-2020 წლებში საბინაო სამსახურმა სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რაზეც მისი განმარტებით, მერიის შიდა აუდიტის დასკვაც მეტყველებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის მერი, რომელიც გასულ წლებში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

შუშანია, მერიას და საკრებულოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურას თავად მიმართავს.

დღის ამბები