პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სესიაზე "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს მიმართა და ჰკითხა - თუ არჩევნებს გაყალბებულად თვლიდა, რატომ მივიდა პარლამენტში.
"ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის, რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?
ალბათ, არ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველას პოზიციაა, ანუ გული გვიძგერს იქითკენ, რომ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელ ადამიანებს უფლებამოსილება შევუწყვიტოთ, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "მოქალაქეები" მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა.