გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქე, ციხიდან რამდენიმე დღის წინ გირაოთი გათავისუფლებულ ივერი მელაშვილს დაუპირისპირდა.
დღეს ივერი მელაშვილმა ფაქტზე განმარტება გააკეთა და მომხდარი ხელისუფლების მიერ წარმოებულ პროპაგანდად შეაფასა.
"ეს არ იყო სიტყვიერი, ეს იყო ფიზიკური თავდასხმა, რომელიც მკვეთრი ფორმით იყო გამოხატული. ამაში მე ნამდვილად ხელისუფლებას ვადანაშაულებ, სწორედ მის მიერ წარმოებული პროპაგანდის შედეგია ის, რაც გუშინ მოხდა. ასეთი პროპაგანდისტული მეთოდები საბჭოთა კავშირის დროს გამოიყენებოდა და ამის გამო ვწუხვარ," - აცხადებს ბრალდებული, დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი.
მოქალაქემ დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს მოღალატე უწოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებდა, რომ ივერი მელაშვილს დანაშაული ფაქტებით დაუდასტურდება და სწორედ მისი ბრალია, რომ გარეჯის კომპლექსთან სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან.