19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
აქ იმიტომ ვართ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ბოლო გაყალბებული არჩევნები იყოს - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა.

"რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, გავაკეთებთ ყოველთვის იმას. გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს. 

გვეკითხებიან, არჩევნები გაყალბდა თუ არა, დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთ დეპუტატთან აქ შემოსვლამდეც ვიკამათე. დიახ, გაყალბდა და ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ რატომ ვარ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები.

ჩვენთან მიიჩნევა, რომ თუ ოპოზიციაში ხარ უნდა გძულდეს ხელისუფლება და თუ ხელისუფლებაში ხარ უნდა გძულდეს და გინდოდეს ოპოზიციის განადგურება. ჩემი აზრით, იმდენად ვართ ამით 30 წელია გართულები, ცოდვა გამხელილი სჯობს, მე განსაკუთრებით ვარ ცოდვილი ამ მიმართულებით, გვავიწყდება მთავარი, რომ პოლიტიკური პროცესი მთავარს უნდა ემსახურებოდეს - ხალხის პრობლემების მოგვარებას,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები