19 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
აქცია განათლების სამინისტროსთან - შეკრებილებმა ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების ფაქტი გააპროტესტეს 

საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან - უწყებასთან ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლურად სარეცხი საშუალებები მიიტანა და ამით ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების ფაქტი გააპროტესტა.

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს და მიხეილ ჩხენკელს აკისრებს და მის გადადგომას ითხოვს. 

"რას გავს განათლების სისტემა, რამდენი წელია პრობლემებზე ვსაუბრობთ? ეს არის ერთი ჩვეულებრივი მაგალითი, რისთვის ამზადებენ ჩვენს შვილებს. ეს არის უბრალოდ ძალიან კარგი სურათი, მიხეილ ჩხენკელის ეპოქისა განათლების სამინისტროში. ჩხენკელის მმართველობის მახასიათებელია ჩვენი შვილები, რომლებიც დაყავს კორუმპირებული ჩინოვნიკების და ფეიოდალების საპირფარეშოების დასალაგებლად. ჩხენკელმა უნდა აგოს პოლიტიკურად პასუხი ამ ინციდენტზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები