19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები მთავრობისგან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრასპორტის აღდგენას, აგრეთვე მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს და დაუმორჩილებლობას აანონსებენ. 

"ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ მოხდებოდა რაღაც განცხადებების გაკეთება, რაშიც იგულისხმება, რომ მოხდებოდა კონკრეტული თარიღის დასახელება. უახლოეს მომავალში იგივე ტრანსპორტის აღდგენის და კომენდანტის საათის გაუქმების, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა. ზამთრის კურორტებზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ახლა გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებასთან. ეს იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა სხვადასხვა ფორმით," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე გიორგიძე.

დღის ამბები