რომელი ოპოზიური ლიდერები არ გეგმავდნენ პარლამენტში შესვლას მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მიუხედავად - საკითხზე დღეს ზურა ჯაფარიძემ ისაუბრა.
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა კონკრეტულად პოლიტიკოსები არ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ ასეთი "რამდენიმე პარტიული ლიდერი იყო".
"ისინი არ ენდობოდნენ "ოცნებას" ამ 4 პუნქტის შესრულების შემთხვევაშიც კი, სანამ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნებოდა, ისინი არ აპირებდნენ ბოიკოტზე უარის თქმას. არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, იმიტომ რომ არ ენდობოდნენ "ოცნებას," რომ ის შეასრულებდა თუნდაც დადებულ პირობას ამ 4 პუნქტთან მიმართებაში და ამიტომ, არ უნდოდათ ხელიდან გაეშვათ ის ბერკეტი, რომელიც ხელთ აქვთ, ეს არის ბოიკოტი.
"ქართულ ოცნებას" არც მე არ ვენდობი, თუმცა ეს პირობა არ მქონია," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.