17 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
ყველა შეზღუდვა ერთბაშად რომ მოიხსნას დავუბრუნდებით იმ მაჩვენებელს, რაც ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა - ამირან გამყრელიძე რესტორნების გახსნაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციაზე მონიტორინგის შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოხდეს წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე მაჩვენებელს, რაც იყო ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. აღნიშნულ თემაზე ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე, რესტორნების გახსნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად ისაუბრა:

"დღეს, რომ ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით, დაახლოებით, იმავე მაჩვენებელს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. არ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ტალღა, რაც გამოვიარეთ, კიდევ ერთხელ გადავიტანოთ, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს, ფრთხილად უნდა ვიაროთ. ყველა მომხრეა იმისა, რომ შეზღუდვები არ იყოს ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან, დაკვირვებითა და მონიტორინგით ეპიდსიტუაციაზე, ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა საკოორდინაციო საბჭოზე, სად უფრო მეტი რისკია, როგორი რისკია, მოგეხსენებათ, რისკი რესტორნებში, გარდა შეკრებისა, კიდევ სხვაც არის, როდესაც მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს, გამამხნევებელს და შემდეგ შესაძლებელია ბერი ახლო კონტაქტი, აღარ მოვყვები ამას, ყოველ შემთხვევაში, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესებიც გაიხსნება, მოხდება ეს გარკვეული რიგითობით. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დღეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველაზე მძიმედ საზოგადოებას სწორედ ის გადააქვს, რომ არ მოძრაობს ტრანსპორტი. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ახლა უკვე მიღწეულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა უნდა მოხდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, შემდეგ გადავალთ კიდევ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიხარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იყოს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რესტორნების წარმომადგენლები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებენ.

დღის ამბები