17 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
საინტერესოა პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას და პარლამენტს ქამრები - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი და პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებით,  აინტერესებს რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენად კრიტიკული და მომთხოვნი იქნება ის მთავრობის მიმართ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, საინტერესოა, აპირებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობას და მათ შორის, პარლამენტსაც ე.წ. ქამრები შემოუჭიროს.

"მაინტერესებს ზოგადად რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აწი რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რამდენად კრიტიკული იქნება მთავრობის მიმართ, რამდენად მომთხოვნი იქნება.

ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას, მათ შორის, პარლამენტსაც ქამრები. იმიტომ, რომ ამ უშველებელ შენობაში მუშაობა კარგია კომფორტულად, მაგრამ გარეთ, სულ სხვა რეალობა გვაქვს.

ყველაფერზე ძალიან, მკაცრად უნდა მოთხოვოს პასუხი პარლამენტმა მთავრობას, მათ შორის იმაზეც, რომ ხელგაშლილად არ უნდა ცხოვრობდეს ღარიბი, ღატაკი ქვეყნის მთავრობა," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრები თავმჯდომარის ანგარიშის მოსასმენად ემზადებიან. პლენარულ სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპკორპუსი დაესწრება. სხდომას პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.

დღის ამბები