"ქართული მარში" დავით გარეჯში ჩავიდა. მარშის ლიდერების განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა ვითარებაა რეალურად საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე.
"მარშის" ლიდერებმა ტერიტორიის დრონით გადაღება სცადეს, რასაც "ქართულ მარშსა" და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, მათ სურდათ საქართველოს მოსახლეობას დრონით გადაღებული დავით გარეჯში არსებული ვითარება ენახა.
სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა "მარშის" წევრებს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საზღვრიდან 500 მეტრის მოშორებით შეეძლოთ გადაღება. "მარშის" წარმომადგენლებმა საბოლოოდ გაითვალისწინეს სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლების მოწოდება, მათ ტერიტორიის კადრები აეროგადამღები აპარატით მონასტრიდან მოშორებით აღბეჭდეს.