02 სექტემბერი 2026,   15:11
ვრცლად
პროტესტი ჩხოროწყუში გრძელდება - აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ

ჩხოროწყუში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობა დაალაგებინეს.

აქციის მონაწილეები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის გადადგომასაც მოითხოვენ. 

"აქციამდე ერთი საათით ადრე პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობა ჰყავთ მობილიზებული და მერიის შესასვლელი კარები აქვთ ჩაკეტილი. ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და თანამდებობას არ დატოვებს ყველა პასუხისმგებელი პირი," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტმა ოთარ შენგელიამ.

სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დასუფთავების ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთით.

აქციის მონაწილეთა თქმით, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ.

დღის ამბები