19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ჯიხანჯურში არსებული სიტუაცია კონტროლირებადია და ცოფის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - ქობულეთის მერი

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, ჯიხანჯურში არსებული სიტუაცია კონტროლირებადია და ცოფის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის სალიკვიდაციოდ ყველა აუცილებელი ღონისძიება გაატარა.

ჯიხანჯურის საკარანტინე ზონად გამოცხადება არ კრძალავს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. იკრძალება მხოლოდ შინაური ცხოველის გასეირნება, გარეთ გამოშვება და სანადიროდ შინაური ცხოველის გაყვანა.

"საკარანტინე ღონისძიებები გატარდა მხოლოდ ერთ სოფელში - ჯიხანჯურში და ეს არ გულისხმობს მოსახლეობის  გადაადგილების შეზღუდვას, ჯიხანჯური გამოცხადდა დროებით არაკეთილსაიმედო ტერიტორიად. საკარანტინე პერიოდი გულისხმობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შინაური ცხოველების გასეირნება და გარეთ გამოშვება იკრძალება, იკრძალება სანადიროდ შინაური  ცხოველების გაყვანა, თუმცა არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ცოფი მხოლოდ რამდენიმე ცხოველს დაუდასტურდა, ადამიანზე გადაცემის ფაქტები არ ფიქსირდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარდა ცოფის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა ღონისძიება. შემთხვევის ადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში აიცრა ყველა შინაური ცხოველი და ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი." - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ცოფის ბოლო შემთხვევა ჯიხანჯურში 11 იანვარს დაფიქსირდა. არ ყოფილა დაფიქსირებული ცოფის ადამიანზე გადაცემის შემთხვევა. 

დღის ამბები