საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარტიულ და პირად ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ თავისი განცხადებების ტყვეობაშია.
"რეალობას თვალი გაუსწორონ. თითქმის ყველაფერი გამოვგლიჯეთ ჩვენ ორმა კაცმა და დანარჩენი, რაც დარჩა, გამოგლიჯონ მათ და შეასრულონ ის პირობა. მოლაპარაკების მაგიდაზე რომ ვისხედით, იქ იყო პირობა, რომ შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. ვინც ამას მალავს, ის უბრალოდ იტყუება. ზოგი პარტიულ და პირად ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ არის თავისი სიტყვების და განცხადებების მძევალი. ერთი პარტია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ამ ქვეყნის ინტერესი და აინტერესებს მარტო თავისი პირადი ინტერესი. იცით რომელ პარტიასაც ვგულისხმობ, მთავარი ამრევი პარტია,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.