დავით დარჩიაშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. ის მოწმის სტატუსით დავით გარეჯის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
გამოძიება დაინტერესდა ორი მოწვევის დეპუტატის 9 წლის წინ გაკეთებული განცხადებით, სადაც დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ სასაზღვრო ზოლის მაშინდელი მოცემულობით გარეჯის 2% ხვდებოდა მეზობელი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.
"ჩემი პარლამენტში ყოფნის დროს ერთ-ერთი გაკეთებულ განცხადებას, 2012 წელს, ჯონდი ბაღათურია რეპლიკებზე საპასუხოდ და ამ განცხადების შინაარსს ვარჩევდით ძირითადად, მაგრამ არამხოლოდ. მე მიმაჩნია, რომ მიუხედავად ძალიან ზრდილობიანი დამოკიდებულებისა, რაც პროკურატურის წარმომადგენელმა ჩემს მიმართ გამოიჩინა, აბსოლუტურად არ არის გაცნობიერებული, რა განსხვავებაა პოლიტიკურ და იურიდიულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის," - განაცხადა დარჩიაშვილმა.