ახალგაზრდობის სააგენტო "განვითარების ფონდის" საგრანტო კონკურსს იწყებს. საქართველოს 10 რეგიონში, საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი მიმართულება გამოიყო - ესენია არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება და რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50–მდე ახალი ორგანიზაცია შეიქმნება.