08 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
ცოტა ხნის წინ გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე ერთმანეთს ქურდობას აბრალებდნენ, ახლა კი ერთად გვმოძღვრავენ - ბაჩო ხურციძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ "დღის კურიერის" ეთერში გოჩა სვანიძესა და ირაკლი აბუსერიძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ქურდობასა და 5 მილიონის გაფლანგვას აბრალებდნენ, ახლა კი, მისი განცხადებით, ეს ორი ადამიანი ერთად მოძღვრავს ყველას. 

"ცოტა ხნის წინ ერთი მათგანი მეორეს აბრალებდა ქურდობას, 5 მილიონის გაფლანგვას, კორუფციასა და ნეპოტიზმს, ხოლო მეორე აბრალებდა პოლიტიკურ ზეწოლას, ეს იყო სვანიძე. ახლა კი, ეს ორი ადამიანი ერთად მოძღვრავს ყველას. რადგან ისინი შერიგდნენ, იმ 5 მილიონის გაფლანგვა და ნეპოტიზმი აღარ არსებობს? ეს შეკითხვა მაქვს" - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ. 

მან ასევე გაიხსენა მოვლენები, თუ როგორ დაიწყო, მისი შეფასებით, დაპირისპირება რაგბის კავშირში:

"ქართულ რაგბიში დაპირისპირება არ არსებობდა. 2008 წლიდან 2015 წლამდე, ქართული რაგბის კავშირი სამჯერ აღიარეს წლის საუკეთესო სპორტულ ორგანიზაციად. მაგრამ სამწუხაროდ, ბატონმა აბუსერიძემ დაუმსახურებლად ისროლა ტალახი დამსახურებული პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის მისამართით. მაშინ დაიწყო სწორედ დაპირისპირება და განხეთქილება," - აღნიშნა ბაჩო ხურციძემ. 

დღის ამბები