19 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
რესტორატორების დაუმორჩილებლობა და მთავრობის პასუხი - სტუმარმასპინძლობის სფეროს გახსნაზე გეგმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირაშიც გაიწეროს

"სასოწარკვეთილების ამოძახილს" უწოდებენ რესტორატორები 6 თებერვლისთვის დაანონსებულ დაუმორჩილებლობას. იმ შემთხვევაში, თუ შაბათამდე საკოორდინაციო საბჭომ მათი სფეროს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო, რესტორნები მუშაობას თვითნებურად განაახლებენ, შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას აიღებენ და დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც აჭარის რესტორნებისთვის დაწესდა.

რესტორატორები ამბობენ, რომ მათი ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გამოთვალეს - კვლევის მიხედვით, პანდემიამდე, 2019 წელს, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდ ლარზე მეტი შეიტანა, ახლა კი, როგორც რესტორატორები ამბობენ, ვეღარც სახელმწიფოს ეხმარებიან და სფეროც განადგურების პირას არის. 

"დაუმორჩილებლობა კანონდარღვევაა" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ რესტორატორები არ მიმართავენ დაანონსებულ ფორმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს.

რესტორატორებმა დაუმორჩილებლობა დააანონსეს, თუმცა მთავრობას კონსენსუსის იმედი აქვს. არ არის გამორიცხული, სტუმარმასპინძლობის სფეროს გახსნასთან დაკავშირებით გეგმა მიმდინარე კვირაშიც გაიწეროს.

დღის ამბები