19 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
განათლების სისტემის პოლიტიზებაში დადანაშაულებული ჩხოროწყუს მერი - მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დალაგების ფაქტი ქუჩაში გააპროტესტეს

ხმაური იყო დღეს ჩხოროწყუში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დალაგების ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და პროცესში ჩართული პირების დასჯა მოითხოვეს.

ოპოზიციონერებმა პასუხისმგებლობის გააზრებისა და პოსტების დატოვებისკენ მერს, სკოლის დირექტორს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მოუწოდეს.

ასევე, ისინი მომხდარზე განმარტებების მოსმენას, მერთან შეხვედრას და პირად კომუნიკაციას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს მერიაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ შენობას მთელი დღე სამართალდამცავები იცავდნენ.

დღის ამბები