19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ცოფიანი ტურის მიერ დაკბენილი მსხვილფეხა საქონელი - რა პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება ქობულეთის სოფლებში

60-დღიანი კარანტინი სოფელ ჯიხანჯურში - ცოფის დადასტურებული შემთხვევის გამო სპეციალისტები საფრთხეს მეზობელ სოფლებშიც ხედავენ, რის გამოც კარანტინი აუცილებელი გახდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევა 22 დეკემბერს გამოვლინდა, დაწყებულია ვაქცინაცია.

ადგილობრივებს სოფლიდან შინაური ცხოველების გაშვება, ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზება ეკრძალებათ. საკარანტინო ღონისძიებები არ ვრცელდება მოქალაქეებზე.

ადგილობრივებს არ ეკრძალებათ სახლიდან გასვლა და გადაადგილება. მონიტორინგი მხოლოდ პირუტყვზე დაწესდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შინაური ცხოველი ტურამ დაკბინა, რის შემდეგაც ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ეს ცოფი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელში ყველა საჭირო ღონისძიება უკვე გატარებულია.

დღის ამბები