19 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
არცერთ კანონში არ წერია, რომ უნდა ვატაროთ პირბადე ღია თუ დახურულ სივრცეში - შსს-თან აქცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე 5 არასამთავრობო ორგანიზაცია იმყოფება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა მოქალაქეებს გაუუქმდეთ ის ჯარიმები, რომლებიც პირბადის ტარების წესების დარღვევის დროს დაუწესდათ.

"დღეს ჯარიმდებიან მოქალაქეები, რომლებსაც ღია სივრცეებში პირბადე არ უკეთია. თუ გადავხედავთ ჩვენ კოდექსს, მუხლში არ არის ეს ცვლილება. ამას ემატება კიდევ 2 დეკემბერს ინიცირებული კანონი საქართველოს მთავრობის მიერ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ცვლილება იქნას შეტანილი. თუმცა ჯერჯერობით სხდომა არ არის ჩანიშნული. შესაბამისად ეს ყველა ჯარიმა არის უკანონო," - განაცხადა "ახალგაზრდა თაობის" წევრმა დავით დორენიანმა.

"ჩვენ პირველ რიგში მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დავიცვათ კანონი. უბრალოდ არცერთ კანონში არ წერია, რომ უნდა ვატაროთ პირბადე ღია სივრცესა და თუ დახურულ სივრცეში. ამიტომ შეიტანონ კანონ​ში ეს ცვლილება და კი ბატონო, ჩვენ ყველანი ვართ ამის მომხრეები," - განაცხადა მონიტორინგის ცენტრის "საზოგადოების" წევრმა ეკატერინე კერესელიძემ.

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები