განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბაღების, პროფესიული კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, თარიღები კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
მინისტრის თქმით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი.
"მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, ამაზე ცალკე განცხადება გაკეთდება.
აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას. შესაბამისად, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება.