19 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
აუცილებელია პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აუცილებელია ყველამ დაიცვას რეგულაციები, რათა ეპიდვითარება ისევ არ გაუარესდეს და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ხელახლა არ დადგეს.

"მსურს მხარი დავუჭირო პრემიერ-მინისტრის იმ მოწოდებას, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, აუცილებელია ჩვენ ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან. ეს არის მთავარი პირობა იმის, რომ ჩვენ არ მივიღოთ კიდევ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები