თემურ წიკლაური დაკრძალეს. მომღერალი უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და თაყვანისმცემლებმა ლურჯი მონასტრიდან გააცილეს. თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში, 1 თებერვალს გარდაიცვალა.
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მომღერალი, თანმდევი დაავადებების გამო, ჰოსპიტალში ორი თვე მკურნალობდა. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.