18 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
ვენდეტა 15 წლის შემდეგ - დაკავებულის დედის თქმით, გურამ ახალაიას ბევრი მტერი ჰყავდა მის შვილს კი გუშინ მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ აქვს

მკვლელობის მკვლელობით გაგრძელება 15 წლის შემდეგ - ზუსტად ამ დღეს, 2006 წელს პალიასტომის ტბაში იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც დანაშაულის დაფარვის მიზნით სხეულზე ქვები ჰქონდა მიბმული.

ამ მკვლელობაში მონაწილეობისთვის წლების წინ ამხილეს გურამ ახალაია, რომელიც გუშინ ფოთში საკუთარ ავტომობილში შვილის თვალწინ ჩაცხრილეს.

მას შურისძიების მოტივით, 15 წლის წინ განზრახ მოკლულის ძმამ ესროლა. რუსლან შალიკაშვილი იგივე "შალვა პოპა" პოლიციამ მალევეე დააკავა და მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

"კურიერთან" პირველად საუბრობს მომსახურების სააგენტოს ეზოში მოკლულის დედა. 

"მეგობრები იყვნენ, ერთად იყვნენ და ვიღაცამ უმტრო, მაგრამ პატრონს არ ესმოდა. ციხეში იყო და ვერ დაუმტკიცეს. გამოჩნდა საბუთებით, დედამისი უბედური ქალი, მამა და ბიძამისი არაფერს მეუბნებოდნენ. ბიძამისი გემზე მუშაობდა, გამარჯობას მეუბნებოდა,"- ჰყვება "კურიერთან" მოკლულის დედა.

გურამ ახალაიას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის დედა კი "კურიერთან" ამბობს, რომ მოკლულს ბევრი მტერი ყავდა, მის შვილს კი გუშინ მომხდართან კავშირი არ აქვს.

"მილიონი მტერი ჰყავდა ახალაიას და რაღა ჩემ შვილს მიახტნენ. 15 წლის წინ, ახალგაზრდა და უჭკუო, რომ იყო, მაშინ იძიებდა ჩემი შვილი შურს. სახლში არაფერი ეტყობოდა, რომ რამისთვის ემზადებოდა. პატარა  ბავშვი ჰყავს, ოჯახი ახალი შექმნილი აქვს და ამას არ ჩაიდენდა. ეს, რომ სდომოდა, ციხიდან როცა გამოვიდა, საქმე რომ ჩაუწყვეს და გამამართლებელი განაჩენით რომ გამოვიდა, ჩემი შვილი მაშინ იქნებოდა უფრო გამწარებული. ჩემი შვილის თვალწინ წაიყვანა ახალაიამ და სამი თვის შემდეგ ვნახეთ მკვდარი. სამი თვე ვეძებდით და ახალაია გვეუბნებოდა რუსეთში წასულიო,"- ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის დედა.   

დღის ამბები