19 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა გრძელდება. დღეის მდგომარეობით, უწყების მონაცემთა ბაზაში უკვე 4 800 განაცხადია დარეგისტრირებული. დამსაქმებლებს ამ თვის განაცხადის წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.

თუ დამსაქმებლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შეუძლიათ 22 თებერვლის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.

დღის ამბები