საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად.როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, ამ კონტექსტში მისთვის საინტერესოა, როგორც მთავრობის ამბიციები, ასევე, პარლამენტის დღის წესრიგიც. ამ თემაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ მასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გავმართე. როგორც ვიცით, ეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი კომიტეტია და ეს არის კომიტეტი, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს შეხვედრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად. ჩვენ დიდი ინტერესით მოვუსმენთ მთავრობის ახალ ამბიციებს, ასევე პარლამენტის დღის წესრიგს, რაშიც მაკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.