19 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდა. 

მხარეებს შორის მოლაპარაკებას ადგილობრივებიც ესწრებოდნენ. მათ საპატიმროდან გათავისუფლებულ ჩოფანაშვილთან, იმ ჩვენების შესახებ ჰქონდათ კითხვები,სადაც ის თემირლან და ვახა მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ საუბრობს.

როგორც გაირკვა, შეხვედრაზე ბადურ ჩოფანაშვილმა, მზადყოფნა გამოთქვა, ყურანზე დაეფიცებინა იმასთან დაკავშირებით, რომ მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ გამოძიებასთან არ უთანამშრომლია. თუმცა, ხეობელებმა ამჯერად მისი არგუმენტები დაიჯერეს. 

კითხვებზე პასუხების გაცემის მიუხედავად, ჩოფანაშვილის ნათქვამის სრულად არ სჯერა მალხაზ მაჩალიკაშვილს და ის მოკლული 19 წლის თემირლანის საქმეზე გამოძიების გაგრძელებას ითხოვს.

საქმე ეხება ჩოფანაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ახმედ ჩატაევსა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებდა და მან, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება გასული წლის დეკემბერში, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

დღის ამბები