19 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
დაიწყებს თუ არა სასამართლო მსჯელობას ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე - პროკურატურაში ენმ-ს ლიდერის ადვოკატი მივიდა

ნიკა მელია პროკურატურაში არ გამოცხადდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღეს გამაფრთხილებელი ოქმის შესადგენად საგამოძიებო უწყებაში 4 საათზე იყო დაბარებული.

ვადა მომდევნო 7 დღით განისაზღვრა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, სასამართლო დაიწყებს თუ არა მსჯელობას მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.

გენერალურ პროკურატურაში დღეს მივიდა ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმე არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. 

"ერთადერთი გზა, რაც პროკურატურას რჩება, არის ის, რომ ჯერ უნდა გააფრთხილონ ნიკა, მერე მიმართონ საქართველოს პარლამენტს და პროცედურა ხელახლა გაიარონ. სამაჯურის მოხსნაზე სასამართლომ თავის დროზე უკვე იმსჯელა. გირაო თუ არის არალეგიტიმური და თუკი ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, არ წარმოადგენს კანონიერ მოთხოვნის უფლებას,"-აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

დღის ამბები