19 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
გახელაძეს 12 წელი მიუსაჯეს და ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს - ხატია დეკანოიძე

ხმაური იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად გააქტიურებას ითხოვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ პოლიცია სრულიად უსაფუძვლოდ ცდილობდა მის დაკავებას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა და ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა, როდესაც გახელაძე ამდენი ხანია დაკავებული ჰყავთ და 12 წელი მიუსაჯეს, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ცდილობს. საქართველოს ხელისუფლება სრულიად უუნაროა საკუთარი მოქალაქეები დაცვის მიმართულებით,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები