19 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
მასწავლებლებს გვიდგას ის დრო, გადავამოწმოთ ონლაინ გაკვეთილების პერიოდში ნასწავლი მასალა რამდენად შედეგიანი იყო - ლადო აფხაზავა

სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ, "დღის კურიერის" ეთერში გურიის რეგიონში სწავლების პროცესის განახლებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონში ამ პროცესის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ. 

მისივე თქმით, ახლა მასწავლებლებს უდგათ პერიოდი, რომ გადაამოწმონ ონლაინ გაკვეთილების პერიოდში ნასწავლი მასალა, რამდენად შედეგიანი იყო ის.

"გურიის რეგიონში სკოლები ძალიან კარგად შეხვდნენ სასწავლო პროცესის დაწყებას. ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც არსებობს, გავითვალისწინოთ. ეს არის დეზობარიერი, პირბადეები და ა.შ. უბრალოდ, დიდი ყურადღებაა იმისათვის საჭირო, რომ ბავშვებთან ძალიან ახლო კონტაქტები არ იყოს. თუმცა, მე ვფიქრობ უფრო ადრე რომ დაწყებულიყო სწავლა, კარგი იქნებოდა, რადგან თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ბავშვებს ერთმანეთი არ ჰყავდათ ნანახი. ონლაინ გაკვეთილები კი ორმაგად რთული აღმოჩნდა.

ახლა კი, მასწავლებლებს გვიდგას ის დრო, რომ ჩვენი ონლაინ გაკვეთილების პერიოდში ნასწავლი მასალა გადავამოწმოთ, რამდენად შედეგიანი იყო. მასწავლებლები ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეცდომები დავუშვით ამ პერიოდში, როგორ შეიძლებოდა უფრო კარგი საგაკვეთილო პროცესები მიგვეწოდებინა ბავშვებისთვის. რომ ვთქვა, 100%-ით გაამართლა ონლაინ სწავლებამო, ასე არ არის. არ გვქონდა ციფრული კომპეტენციები თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, მაგრამ შევძელით და მიხარია, რომ საქართველოს მასწავლებლებმა ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს. ყველაფერს ვაკეთებდით, მაგრამ შედეგი ისეთი ვერ დაიდო, როგორიც საჭირო იყო,"- განაცხადა ლადო აფხაზავამ

 

დღის ამბები