დღეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
არაჰუმანური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება - ასე შეაფასა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენი.
დანაშაულებრივ განაჩენს ყველა საერთაშორისო პარტნიორის ინფორმირება მოჰყვა. სახელმწიფოს ხელთ არსებული ბერკეტების ამუშავება დაიწყო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უსაფრთხოდ და უმოკლეს დროში დაუბრუნდეს.
ოფიციალური თბილისის პოზიციით, უკანონო გადაწყვეტილებაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.