საზაფხულო სანავიგაციო სეზონს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული შეხვდება. აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები სრულდება.
განახლებულ სივრცეში 10-ის ნაცვლად, 18 სარეგისტრაციო დახლი იმუშავებს, ორმაგდება სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა.
ქუთაისის განახლებული აეროპორტი 1 სთ-ში 1 200 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო.