19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
1300- მდე ყვითელ და ლურჯ მიკროავტობუსს დეზინფექცია ჩაუტარდა

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" 1300- მდე ყვითელ და ლურჯ მიკროავტობუსს დეზინფექცია ჩაუტარა. სატრანსპორტო ხაზზე გასულ მიკროავტობუსებს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარდებათ სადენზინფექიო სამუშაოები.

ტრანსპორტში არცერთი მგზავრი არ დაიშვება პირბადის გარეშე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კომპანია ორშაბათიდან სრულად აღადგენს ყველა ხაზს და მგზავრთა გადაყვანას ყველა რეგულაციის დაცვით განახორციელებს.

პარალელურად, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მგზავრებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაიცვან.

დღის ამბები