26 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მიმდინარეობს - ადგილზე მცირე შეხლა-შემოხლა იყო  

"დაუმორჩილებლობის მარში" - რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გრძელდება. მომიტინგეები კოსტავას მიმართულებით გადაადგილდებიან. აქციის პარალელურად მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა, რომლებიც მსვლელობას უკან მიჰყვებიან.

ადგილზე რამდენიმე წუთის წინ ინციდენტიც მოხდა. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათ სამართალდამცველები გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ახლა მსვლელობა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

"დაუმორჩილებლობის მარშში" მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. ისინი აღნიშნულ შეზღუდვას არაკონსტიტუციურს უწოდებენ. 

დღის ამბები