19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"დაუმორჩილებლობის მარში" გრძელდება - სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები მსვლელობას ნინოშვილის ქუჩაზე მართავენ  

"დაუმორჩილებლობის მარში" გრძელდება - ამ დროისთვის სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები მსვლელობას ნინოშვილის ქუჩაზე მართავენ. თუ სად დაასრულებენ აქციის მონაწილეები მსვლელობას, ჯერჯერობით უცნობია. 

"დაუმორჩილებლობის მარშში" მონაწილეები დაწესებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ და კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მსვლელობას.

ცოტა ხნის წინ, მსვლელობის დროს ხმაურიც იყო. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები