ღირსების ბრძოლა - ქართველ ბორჯღალოსნებსა და რუს დათვებს შორის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო, თბილისში დღეს გაიმართება.
კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
მიუხედავად იმისა, რომ გაფართოებულ რაზმში ათი უკეპო მორაგბე იყო, 23 კაციან განაცხადში მათგან მხოლოდ ერთი ბურჯი, გიორგი ნუცუბიძე მოხვდა, რომელსაც აქამდე უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში უთამაშია.
ავტორი: დავით ფრანგიშვილი