ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს რაგბის ნაკრებს რუსეთის წინააღმდეგ თამაშში წარმატებას უსურვებს.
მხარდამჭერი პოსტი საელჩოს ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
"წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ თამაშში! Good luck to the Georgian Rugby team!,"- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქართველ ბორჯღალოსნებსა და რუს დათვებს შორის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო, თბილისში დღეს გაიმართება.
კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.