19 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
კანდელაკის ქუჩაზე ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა კანდელაკის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახებისას ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები