19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება

რუსთავი რეგულაციების მოხსნას განახლებული ტრანსპორტით, მაგრამ მომატებული ტარიფით ხვდება.

მგზავრები 20 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრს გადაიხდიან. ევრო-5 სტანდარტის მწვანე ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ხელისუფლების განცხადებით, 22 ახალი ავტობუსი, ხვალიდან მგზავრებს ყველა რეგულაციის დაცვით მოემსახურება.

დღის ამბები