ვეტერანი სპორტსმენების აქცია თბილისში - პროტესტის მონაწილეები კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლის გასხვისებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ისტორიული შენობა ბიზნესმენ თემურ უგულავას ერთ ლარად გადეცა.
მათი მტკიცებით, შენობა წლების განმავლობაში სპორტული სივრცე იყო, სადაც 1400 მოჭიდავე ყოველდღიურად ვარჯიშობდა. სპორტსმენების მოთხოვნაა, ობიექტს ისტორიული დანიშნულება შეუნარჩუნდეს.
მოთხოვნებს უპასუხეს მერიაში. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, შენობის პრივატიზაცია კანონის სრული დაცვით განხორციელდა. ილია ელოშვილის განმარტებით, მერია მზად არის მოჭიდავეებს ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.