8 თებერვლიდან რუსთავის მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები მოემსახურება. ახალი ავტობუსებით მგზავრობის ტარიფი 50 თეთრი იქნება, რის გამოც შემუშავდა შეღავათების პროგრამა.
შედეგად, შეღავათიანი სამგზავრო ტარიფით ისარგებლებს 60 000-მდე ბენეფიციარი, კერძოდ:
სოციალურად დაუცველები (10 000-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 10 თეთრს);
ვეტერანები (1 400-მდე ბენეფიციარი სრულად გათავისუფლდება სამგზავრო ტარიფისაგან).
შშმ I და II ჯგუფის მქონე პირები(უსინათლოები და სმენადაქვეითებულბი) 1 000-მდე ბენეფიციარი სრულად გათავისუფლდება სამგზავრო ტარიფისაგან.
სსიპ-ებისა (სკოლები) და ააიპ-იების (ბაგა-ბაღები, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები, მუსიკალური სკოლები) თანამშრომლები (2 500-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 20 თეთრს).
სტუდენტები (4 300-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 20 თეთრს).
სკოლის მოსწავლეები (23000-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 10 თეთრს).
პენსიონერები (22 700-მდე ბენეფიციარი მგზავრობისათვის გადაიხდის 20 თეთრს).