26 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-8 როტაცია დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-8 როტაცია დაიწყო. პროგრამაში მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ოფიციალურად ჩაერთო.

ჯარისკაცები სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლიან.

ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება.

სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე საბრძოლო სროლებსა და წვრთნების მენეჯმენტს დაეუფლებიან.

დღის ამბები