19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან უქმდება - 8 თებერვლიდან საქართველოში ბაზრობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება

2 თვენახევრიანი პაუზის შემდეგ მეტრო მგზავრების მისაღებად ემზადება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას ხვალიდან იწყებს. მუშაობის აღდგენამდე ერთი დღით ადრე ვაგონებიც და მეტროსადგურებიც სპეციალური ხსნარით დამუშავდა.

პირბადის ტარება ის აუცილებელი პირობაა, რომელიც თუ არ დავიცავით, მეტროთი ვერ ვიმგზავრებთ. პირბადის გარეშე ვერც ავტობუსში და ვერც სამარშრუტო ტაქსიში ავალთ. სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრების მისაღებად დღეს მოამზადეს. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსებს დეზინფექცია ყოველ ღამე ჩაუტარდებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21 საათამდე იმუშავებს.

8 თებერვლიდან რეგულაციების ნაწილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ისხნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ბაზრობების ამოქმედებას ერთ კვირაში სკოლების გახსნა და საკვები ობიექტების ღია სივრცეში ფუნქციონირება მოჰყვება. რეგულაციები ძალაში დარჩება შაბათ-კვირას. არ იხსნება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვაც.

დღის ამბები