უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას საქართველოს საკითხიც განიხილა. ჯოზეფ ბარელი ამის შესახებ საავტორო ბლოგში წერს.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბორელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და ეუთოს ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილა.
ბორელმა განიხილა ბელარუსის, უკრაინის, მთიანი ყარაბაღისა და ლიბიის საკითხებიც, ასევე რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობა და ქვეყნიდან ევროპელი დიპლომატების გაძევება. ჟოზეფ ბორელი ოფიციალური მოსკოვისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზეც საუბრობს.